ეკონომიკა

2021 წლის I კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.3%-ით გაიზარდა

04.06.21 17:40


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და 28.9 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.


2021 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2-ით მეტია.

 

2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3% - საშუალოზე, ხოლო 18.4%- მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8%, საშუალოზე - 27.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.1%.

 

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის I კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით მეტი).

 

2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42% ხოლო 58% - კაცი.

 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.5%-ით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 299.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები).

 

2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

 

▸ მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი

 

▸ საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი

 

▸ მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი

 

2021 წლის I კვარტალში ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (24%) და ვაჭრობა (18.3%), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.2%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2%-იანი წილი უჭირავს.

 

2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.2%, 13.6% და 11.6%-იანი წილებით).

 

თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8%) და ინფორმაცია და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1%).

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები