ეკონომიკა

კასპში ცემენტის ქარხნის განახლებაში 100 მილიონი დოლარი ჩაიდება

29.09.16 16:30


კასპში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ცემენტის ქარხნის რეკონსტრუქცია დაიწყო.

ქარხანაში დამონტაჟდება ცემენტის მშრალი წარმოების ახალი ტექნოლოგიური ხაზი.

პროექტის რეალიზაციაში კომპანიამ 100 მილიონი დოლარი ჩადო.

„ჰაიდელბერგცემენტ კავკაზუსის“ საწარმოთა გადაიარაღებისა და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.

„ჰაიდელბერგცემენტი“ სამშენებლო მასალათა, მათ შორის ცემენტისა და ბეტონის მსოფლიო მწარმოებელია.

საქართველოში „ჰაიდელბერგცემენტი“ 2006 წლიდან მოღვაწეობს. საქართველოში კომპანია 3 ცემენტის, 12 ბეტონის და 2 ინერტული მასალების მწარმოებელ ქარხანას ამუშავებს. კომპანია ასევე ფლობს ფოთში ცემენტის გადამამუშავებელ ქარხანას.

ყოველწლიურად „ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 2 მილიონ ტონა ცემენტსა და 670 ათას კუბომეტრ ბეტონს აწარმოებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები