ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXI

29.09.16 17:55


ნინოწმინდის რაიონი
ეპ. მირზახანიანის სიაში შეტანილია ამ რაიონის 18 ეკლესია. აქედან 4, 1801 წლამდეა აგებული:

1. ხოჯაბეკის სამლოცველო „ღალაჩა“ ნასოფლარი, X-XIს.ს აღდგენილია 1985წელს, არის ძველი სასაფლაო, ხაჩქარები.

2. ყაურმა- „სურბ ასტვაწაწინ“, X-XI ს.ს. აღდგენილია 1850-იან წლებში.

3. ოროჯალარი- „სურბ ჰაკობ“, ეკლესია XII- XIIIს.ს აღდგენილია 1868წ. დგას, არის ძველი სასაფლაო.

4. ღულალისი(გულალისი)- „სურბ-ასტვაწაწინ“ („სურბ-ლუსავორიჩ“),
XI- XIIს.ს. აღდგენილია მე- XIXს-ის ბოლოს, 1903წ. დგას, არის შუა საუკუნეების სომხური სამაროვანი სომხური ეპიტაფიები, ხაჩქარები.

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ხდებოდა სომხური ეკლესიების „აღდგენა“ ძველ ქართული ეკლესიების ხარჯზე. ამდენად, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ-ყაურმის, ოროჯალარის და ღულალის ეკლესიებიც სომხურად გადაკეთებულ ძველი ქართული ეკლესიებია. ეს ეჭვი, რომ გაიფანტოს სომხურმა მხარემ საჭიროა წარმოადგინოს ქართველი მეფის ან ფეოდალის სიგელი, ნებართვა ამ ე.წ. ძველი სომხური ეკლესიების აშენების თაობაზე, ვიდრე ამგვარი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი აღნიშნული ეკლესიების გადაცემის საკითხი არ უნდა დაისვას.



ასპინძის რაიონი

1. დამალა (ტამალა)- „სურბ ხაჩ“, მე- XIXს-ის პირველი ნახევარი , აღდგენილია 1843-1845 მოქმედებს.

ადიგენის რაიონი

1. აბასთუმანი- „სურბ გევორგ“, 1897წ. დგას, გამოიყენება საცხობად.




ბორჯომის რაიონი

1. ბორჯომი- „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, 1875, 1878წ.წ. ჩამოინგრა 1940წელს. მოგვიანებით ეკლესიის ადგილზე სასტუმრო ააშენეს.

2. მოლითი- „სურბ გევორგ“, სოფელშია. 1870-იანი წლები. მოქმედებს.

3. ტაბაწყური- „სურბ-კარაპეტ“, 1870-იანი წლები, მოქმედებს.

4. ღზლქილისა (ადრე იყო ახალქალაქის რაიონში), ეკლესია „სურბ მინასი“ ეპ.მირზახანიანის სიაში (აგების თარიღი არ არის მითითებული ბ.ა), როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილი რაიონების ეკლესიები ყველა აგებულია XIXს-ში.

თუ არსებობს მათი აშენების შესახებ ოკუპანტი რუსეთის იმპერატორის ან უმაღლესი რუსი ჩინოვნიკის „პრიკაზი“ მათი აგების თაობაზე, სამართლებრი ძალა არ გააჩნია, რადგან საქართველო არასდროს არ ყოფილა რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე და თუ არ არსებობს ამგვარი საბუთი, მაშინ უნებართვოდ, უკანონოდ ყოფილან აშენებულნი....

ეპისკოპოს მირხზახანიანის სიაშია შეტანილი დასავლეთ საქართველოს საკულტო ძეგლები: აჭარის ავტონომიური ოლქის, სამეგრელოს, ონის რაიონის, იმერეთის რეგიონის, ცაგერის, თერჯოლას, საჩხერის რაიონში არსებული ეკლესიები.

ეს ეკლესიები ყველა აშენებულია XIXს-ში გარდა ერთისა- „ქუთაისი-ჰნაშენ „სურბ-გევორგ“ („სურბ-ასტვაწაწინ“), ეკლესია, ქალაქის ცენტრში XVIIს. აღდგენილია XIXს-ში.“ ამ ეკლესიის შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს რომელიმე ქართველი მეფის სიგელი, მისი აშენების თაობაზე, თუ ასეთი საბუთი არ იქნება წარმოდგენილი მაშინ არ შეიძლება დაისვას მისი გადაცემის საკითხი.

რაც შეეხება XIXს-ში დასავლეთ საქართველოს აღნიშნულ რაიონებში სომხურ ეკლესიებს, მათი აშენების შესახებ, რომც არსებობდეს, რუსი იმპერატორის ან მაღალი ჩინოვნიკის „პრიკაზი“ იურიდიულად ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო არასდროს არ ყოფილა რუსეთის იმპერიის სამართალ მემკვიდრე ....

სომხური მხარის პრეტენზიები გრძელდება

სომეხი მეცნიერები- ალ. ერიციანი, ს.კარაპეტიანი და სხვ. სომხურ ეკლესიათა რიცხვს საქართველოში ხელოვნურად ზრდიდნენ და ახლაც ზრდიან.

სამწუხაროდ, საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღოლის ეპ. ვაზგენ მირზახანიანის მიერ წარმოდგენილი ახალი სია- ე.წ. სადავო ეკლესიების შესახებ (20 ეკლესია) ძირითადად ემყარება ს. კარაპეტიანის მონოგრაფიას „ჯავახქ“ (2006, სომხ. ენაზე) ავტორს მასში გამოაქვს ზერელე და ტენდენციური დასკვნები.

ჩვენ, მიმოვიხილეთ ეპ. მირზახანიანის ე.წ. სომხურ მხარეს გადასაცემ ეკლესიათა სია (442) და აქვე გვსურს აღვ ნიშნოთ, ეს ჩამონათვალი შედგენილი იყო დილეტანტურად. კერძოდ-ყოველ ეკლესიას მიწერილი ჰქონდა მარტო აშენების თარიღი და რესტავრაციის წლები.

ამდენად, მას არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ფაქტიურად იყო ფარატინა ქაღალდი, რომლის მეშვეობით ეკლესიის გადაცემა დაუშვებელი იყო.

შეიძლება ითქვას დანაშაულიც კი იქნებოდა ქართველი ხალხის წინაშე.

ეს ე.წ. სია რა თქმა უნდა ქართულმა მხარემ დაიწუნა და სომხურ მხარეს სამართლიანად მოსთხოვა თითოეული ეკლესიის გადაცემის აუცილებლობა დასაბუთებული უნდა ყოფილიყო მეცნიერულად.

ვიფიქრე ამ სამართლიან მოთხოვნას სომხური მხარე გაითვალისწინებდა, მაგრამ შევცდი.

გასული წლის სექტემბერში წარმოადგინა ახალი სია, რომელშიც შეტანილია 20 მოქმედი ეკლესია, თითოეულ ეკლესიას ახლავს ს. კარაპეტიანის წიგნიდან „ჯავახქ“ (2006, სომხ. ენაზე) ამონარიდების ქართული თარგმანი.

ამ ამონარიდების საფუძველზე რომელიმე ეკლესიის გადაცემა ყოვლად გაუმართლებელი, შემდეგი გარემოების გამო:

1. ეს ამონარიდები ამოღებულია ოდიოზური, არაობიექტური მეცნიერის ს.კარაპეტიანის აღნიშნული წიგნიდან.

მკითხველს შევახსენებ ეს ის კარაპეტიანია, რომელმაც ქართული კუმურდო- სომხურ საკულტო ძეგლად გამოაცხადა, საქართველოში 653 „სომხური“ ეკლესია აღმოაჩინა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რბილად რომ ვთქვათ, გალანძღა, ქართველ ერს ცივილიზაციის დამანგრეველი ერი ე.ი. ბარბაროსები უწოდა კიდევ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ ამჯერად ესეც კმარა.

აგრეთვე, ს.კარაპეტიანი თუ როგორი „ ობიექტურია“ საქართველოში არსებული „სომხური“ ეკლესიების კვლევის საქმეში (იხ. ჩვენი წიგნი „სომხური“ თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?... 1996, ქართ. ინგ. და რუს. ენებზე).

პ.მურადიანმაც კი აღნიშნა კარაპეტიანის ტენდენციურობა და ნიღილისტური დამოკიდებულება ქართული ეკლესიებისა და ხუროთმოძღვრების მიმართ.

ჩვენი აზრით აღნიშნული ამონარიდების საფუძველზე ხსენებული ეკლესიების გადაცემა არ შეიძლება.

ეპ.მირზახანიანის მიერ წარმოდგენილ სომხურ მხარეს გადასაცემ 20 ეკლესიიდან არ ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერი.

ესენია: ახალქალაქის რ-ნი, ალათუბნის სურბ-ერორდუთუინ, აბულის სურბ-ასტვაწაწინ, ხანდოს სურბ-ხაჩის, კარწახის სურბ-ჰოვჰანეს-კარაპეტის, დილისკას- სურბ-სარგის, მერენიას-სურბ-ასტვაწაწინის, ქ. ახალქალაქი: სურბ-ხაჩი, ახალციხის სურბ-ლუსავორიჩ, ნინოწმინდის რ-ნი: განძა, სურბ-კარაპეტ, ხოჯაბეკის-სურბ-სარგისის, ჯიგრაშენის-სურბ-ჰრეშტაკაც, თეთრი წყაროს რ-ნი: სამღერეთის-სურბ-გევორგ, მარნეულის რ-ნი, შაუმიანის ღვთისმშობლის სამლოცველო.

ამ 14 ეკლესიას ერთვის მხოლოდ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და დაინტერესებული პირი-სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

წარმომდგენელი ედვარდ მირზახანიანი და ეკლესიის ფოტოები.

ამ საბუთებს არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერი აქვს: თბილისის მეიდნის „სურბ გევორგის“ (კათოლიკე სურბ-ასტვაწაწინი) ეკლესიას.

ახალქალაქის რ-ის სოფ. არაკოვას- სურბ-გევორგი ეკლესიას,
ნინწმინდის რ-ი სოფ. დიდი არაგიალის- სურბ-ხაჩის, სოფ. მამზარს-სურბ-მესროპ-მაშტოცისი და ბათუმის სურბ-ფრკიჩის ეკლესიას.

თბილისის ეჯიმიაწნეცოც სურბ-გევორგს (ავლაბარში) ახლავს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე:

საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების სამინისტრო


გთხოვთ, დაარეგისტრიროთ სახელმწიფო საკუთრებაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, სამღებროს ქ. N 5-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ 2320.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის/უძრავი ქონების? საკადასტრო კოდი N 01.18.03. 064. 002) განთავსებული N1, N2, N3, შენობა-ნაგებობები და გასცეთ ცალკე ამონაწერი.

ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ შესაბამისი ქმედების განხორციელებაზე უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ოთარ ვახტანგიშვილს.

დავით გიორგაძე.
10იანვარი 2012 წ.

აღნიშნული მიმართვის პასუხი საქმეში არ არის. ამდენად მოხდა თუ არა სამღებროს ქ. N 5-ში მიწის და იქ მდებარე მეიდნის სურბ-გევორგის ეკლესიის დარეგისტრირება საქმეში არ ჩანს?.....

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები