პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება

14.06.21 16:00


ჩვენ მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

 

„დაპირება, რომელიც გავეცით, უნდა შესრულდეს. მინდა შეგახსენოთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის ქმედებებზე მკაფიო, ერთიანი და მტკიცე პასუხი უნდა ჰქონდეს.

 

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები