პოლიტიკა
16.06.21 17:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.
მარკ კლეიტონმა განსაკუთრებულად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს. მისი თქმით, დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტის წინ, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვორდროპების სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე. ელჩმა კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეაფასა ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება.
კახა კუჭავამ მარკ კლეიტონს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24