პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

18.06.21 14:00


2021 წლის 18-19 ივნისს საქართველოს ვიცე - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ანტალიას ეწვევა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე - სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის.

 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

 

"ანტალიის დიპლომატიის ფორუმი" მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები