პოლიტიკა

სახალხო დამცველი - საარჩევნო უფლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნები იყო

18.06.21 15:20


სახალხო დამცველის განცხადებით, საარჩევნო უფლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნები იყო. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

 

ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის ანგარიშში გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საჩივრების განხილვაზე ფორმალური მიზეზებით უარის თქმის ფაქტები.

 

„ეს არჩევნები, მოგეხსენებათ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებულა. სახალხო დამცველმა გააკრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციებში შესული საჩივრების განუხილველად დატოვების საკითხი და საჩივრების ფორმალური ნიშნით უარყოფა. ასევე, ეუთო/ოდირი აღნიშნავდა, რომ ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები