პოლიტიკა

გიორგი გახარია ბრიუსელში ამანდა პოლს შეხვდა 

18.06.21 16:40


პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ევროპული პოლიტიკური ცენტრის“ წამყვან ანალიტიკოსს ამანდა პოლს შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორც რეგიონულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

ამასთან, გიორგი გახარიამ ამანდა პოლთან საქართველოში მოახლოებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები