ეკონომიკა
21.06.21 11:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო „ლეგის“ ესტუმრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს „ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.
საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.
ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს “Colormix” ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მას ფილის ზედაპირის დამზადება სხვადასხვა ფერის შერწყმით შეუძლია.
ნათია თურნავას განცხადებით, საწარმოში, რომელიც უკრაინული ინვესტიციითა შექმნილი, 50 ადამიანია დასაქმებული. საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას ტერიტორია ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიამ საწარმოში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
„პანდემიის მიუხედავად, საწარმო სრულად ფუნქციონირებს და ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის მოსაპირკეთებელი ქვით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს.
აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების შესატყვისი იყოს.
კომპანია მომავალში გაფართოებას აპირებს და მომავალშიც დავუდგებით გვერდში ისევე, როგორც სხვა ასობით ქართულ საწარმოს. თითოეული ასეთი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადგილობრივი ადამიანების დასაქმება და ჩვენი საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24