პოლიტიკა

თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი საერთოდ წავალ, გავქრები პოლიტიკიდან - ვაშაძე

22.06.21 10:15


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წავა, თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი საერთოდ წავა, გაქრება.


გიორგი ვაშაძის თქმით, არცერთი სეგმენტი არ არის პენსიონერების და შშმ პირების გარდა, რომლებიც იძულებული არიან, რომ ერთ ბანკში მიიღონ მომსახურება.

 

"მე მზად ვარ, პოლიტიკას დავტოვებ, პოლიტიკას საერთოდ დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ და ვნახოთ, ბაზარზე სესხის პროცენტი თუ არ შემცირდება. თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი საერთოდ წავალ, გავქრები, წავალ პოლიტიკიდან. იმდენად ორჯერ ორი, ოთხია, რასაც მე ვამბობ“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ჩვეულებრივად ამ ბანკებს შეუძლიათ, ანგარიში გაუხსნან თავისთან, სულ არ სჭირდება იმას „ლიბერთი ბანკის“ მარშრუტკა, რომლითაც დადის. ეს საჭირო იყო 20 წლის წინ. მეც ხომ ამ სისტემებში ვმუშაობდი. ინტერნეტი არ იყო ქვეყანაში, საბანკო ბარათი, რა იყო არავინ იცოდა, შესაბამისად, ერთადერთი გზა იყო, რომ ყოფილიყო რაღაც ბანკი, რომელსაც გადაუხდიდა სერვისის ფულს სახელმწიფო და წელიწადში უხდიდა 17 მილიონს, უფასოდ კი არ არიგებდა. 2011 წელს კანონი შეიცვალა და ამ ბანკს მისცეს სესხების გაცემის უფლება. ვეთანხმები დღეს ვინც ამბობს, რომ 200 პროცენტიან სესხებს გასცემენ“, - განაცხადა ვაშაძემ "360 გრადუსში".

 

შეგახსენებთ, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები