პოლიტიკა

გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა

22.06.21 11:00


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ანალიტიკოსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის „ჰარიმანის ინსტიტუტის“ ასოცირებულ პროფესორს, ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

 

გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და პოლიტიკურ მრჩეველი ლევან დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები