პოლიტიკა

გიგი ხოჯევანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს - ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით

22.06.21 14:20


პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახარიას გუნდის მიმართ ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მომხრეების რაოდენობის ზრდის პარალელურად ბრალდებები და თავდასხმები იზრდება.

 

,,სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება ჩვენდამი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით - მას შემდეგ, რაც თქვენთვის უფრო სანერვიულო გახდა ის ფაქტორი, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, ჩვენ გავიშალეთ რეგიონებში, ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას და ამის პირდაპირ პროპორციულად ახალ და ახალ უსაფუძვლო, მოგონილ ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს პასუხი იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ტალახის სროლის პროცესი და ამ ყველაფერზე ჩვენ ვუპასუხებთ საქმით. ამაზე პასუხი არის ის შეხვედრები, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი გახარია მართავს ბრიუსელში, ვაშინგტონში - ეს ცხადყოფს ახალი პოლიტიკური ძალის, „საქართველოსთვის“ პარტიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ამ მაღალი დონის შეხვედრებზე გიორგი გახარიას მხრიდან ხდება ზეპარტიული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება, ისეთი როგორიც არის ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი, განსაკუთრებით - რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების პარალელურად.’’ - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები