პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტოები გააკრა

22.06.21 15:30


"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის სხდომათა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტობი გააკრა და მმართველ გუნდს სისხლიანი ღამის მოვლენები შეახსენა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ დარბაზში არის ტრიბუნა, სადაც არის დამოუკიდებლობის სიმბოლო, რუსი ოკუპანტი გავრილოვი კი იმ ტრიბუნასთან არ უნდა მისულიყო:


"ვაკრავ იმას, რაც რეალურად მოხდა 2020 წლის 20 ივნისს. მე შევპირდი ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახის წერვებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექით 2019 წლის 20 ივნისს, როცა აი აქ, პარლამენტში, აი აქ ამ დარბაზში, აი აქ, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო იჯდა რუსი ოკუპნატი და ხასიათით, სიმბოლოთი, ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები