პოლიტიკა

გიორგი გახარია აშშ-ში ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

22.06.21 16:20


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ანალიტიკური საბჭოს ორგანიზებით ანალიტიკურ წრეებს შეხვდა.

 

პაერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს რომელიც სახელმწიფოს დღის წესრიგში უდგას.

 

„გიორგი გახარიამ ანალიტიკურ წრეებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმები და პროგრამა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები