ეკონომიკა

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

29.09.16 22:00


თბილისის გარეუბანში, ქვემო ფონიჭალაში, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პლასტმასისა და პლასტმასის ნაკეთობების მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საწარმოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ ინვესტორს 2 ათას 990 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო. ინვესტიციების მოცულობა 665 ათას 778 ლარს შეადგენს.

„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 171 საწარმო. მთლიანობაში ინვესტიციები 395 მლნ ლარს ჭარბობს და დაახლოებით 7,6 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები