საზოგადოება

გიორგი ღიბრაძე: სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

22.06.21 16:40


შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველესყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე.

 

„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ერთმანეთს და იქ, პირბადე უნდა ვატაროთ.

 

ზოგადად, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია კვლავინდებურად რჩება რეკომენდაციად - პირბადის ტარება რეკომენდებულია, იმისთვის, რომ ნაკლები რისკი იყოს ვირუსის გავრცელების“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ პირველი ივლისიდან უქმდება.

 

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ასევე, საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები