პოლიტიკა

საქართველოში ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 3703 უბანზე

30.09.16 16:15


8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკო 3703 საარჩევნო უბანს გახსნის. მათგან 526 ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საპარლამენტო არჩევნების ისტრიაში პირველად — სპეციალური უბნები არ იქნება — პოლიციელებსა და სამხედროებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ დისლოკაციის ადგილზე ან საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

რაც შეეხებაა ციხეებსა და საავადმყოფოებს, იქ გამონაკლისის სახით 11 უბანი გაიხსნება, 10 მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნება, ხოლო 1 — ფიზიკური ჯანმრთელობის ცენტრში სოფლ ქვიტირში.

საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემა 41 ქვეყანაში გახსნილ 57 უბანზე შეეძლებათ. ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული წესით 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დღის 8 საათიდან 20 საათამდე გაიმართება. როგორც ცესკო იტყობინება, ავღანეთში, ორ საარჩევნო უბანზე ჩასატარებელი კენჭისყრის უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრებმა ტრენინგი უკვე გაიარეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები