პოლიტიკა

საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას სანდრა რულოვსი და თემურ ალასანია ჩაუდგებიან სათავეში – სანდრო ბრეგაძის სკანდალური განცხადება

30.09.16 17:10


საქართველოში მეიდნის მოსაწყობად 50 მილიონი ამერიკული დოლარია შემოტანილი. დესტაბილიზაციას სათავეში სანდრა რულოვსი და თემურ ალასანია ჩაუდგებიან სათავეში, – სკანდალური განცხადება „კვირას“ პრესკლუბში საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იგეგმება, რომელსაც სათავეში თემურ ალასანია და სანდრა რულოვსი ჩაუდგებიან.

„საქართველში არეულობა სამეგრელოდან დაიწყება და აჭარაზე გადავა. ქვეყანაში უკვე არის შემოტანილი ამ დესტაბილიზაციის მოსაწყობად დაახლოებით 40-50 მილიონი დოლარი. ისინი აპირებენ პოლიტიკური რევანშის აღებას.

ამ ყველაფრის ორგანიზებას სანდრა რულოვსი და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მოახდენს. მათი გეგმით არეულობა დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება ამ ყველაფრის პრევენციისთვის.

მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ“, – განაცხადა ბრეგაძემ „კვირას“ პრესკლუბში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები