პოლიტიკა

უშიშროების საბჭოს მდივნის ადგილი ვაკანტურია - იმერლიშვილი დღეს მოსამართლის საქმიანობის შესრულებას შეუდგება

30.09.16 17:20


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილსა და კიდევ სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. ვაკანტურ ადგიებს დაიკავებენ თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ღიად რჩება ერთი ადგილი, რომელსაც შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლე დაიკავებს.

ვაკანტურია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა, ირინა იმერლიშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი უფლებაა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს იმერლიშვილს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები