პოლიტიკა
30.06.21 17:20
ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თავისი კანდიდატები დააყენონ, თავიანთი პროპორციული ხმები წაიღონ. მე არ ვედავები მათ თავის პროპორციულ ხმებში, რატომ ითხოვენ ჩვენგან ან სხვებისგან რაღაცას, რა ვალდებულება გვაქვს მათთან - არანაირი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან” უნდა დააყენოს.
კითხვაზე, ემხრობა თუ არა ზოგადად, ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის იდეას, ვაშაძე ამბობს, რომ არა.
„მეცინება „ნაცმოძრაობის” წევრების განცხადებაზე, თითქოს მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. ერთი ხელით უნდათ, გვლანძღონ, მეორე ხელით უნდათ, ვალდებულება აგვკიდონ. არანაირი ვალდებულება ამ ქვეყნად არავისთან არ მაქვს.
ერთადერთი ვალდებულება მაქვს ჩემს სამშობლოსთან და ქართველ ხალხთან.
დანარჩენი, რაღაცებს რომ მოითხოვენ ჩვენგან, ცოტა კომიკურად მეჩვენება, სასაცილოები არიან. საქმეს სჭირდება პროპორციულ არჩევნებში და რეფერენდუმში გამარჯვება. საქმეს არ სჭირდება ის, რომ მე ვიღაცას შევუთანხმდი რაღაცაზე და სკამების განაწილება დავიწყოთ”,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება რეფერენდუმში წაგებას ნიშნავს.
„ნაცმოძრაობის” კანდიდატთან რაც არ უნდა გაერთიანება მოხდეს, ეს ნიშნავს მარცხს რეფერენდუმში. ეს ორჯერ ორი ოთხია. ყველამ ვიცით, რას იყენებს დამაფრთხობლად, შემაშინებლად „ქართული ოცნება” გადაუწყვეტელი თუ ცვლილებებისთვის განწყობილი ადამიანებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის უპირველესი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე რეფერენდუმში გამარჯვება უნდა იყოს.
„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებში არის ის, რომ გავიმარჯვოთ რეფერენდუმში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციური ხმა პროპორციულ არჩევნებში უნდა იყოს მოპოვებული. „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს დაიჭერსო“, სამი კურდღლის მადევარი მითუმეტეს ვერ დაიჭერს ერთი კურდღლის ფეხსაც კი. აქედან გამომდინარე, კონცენტრაცია გავაკეთოთ პროპორციულ არჩევნებზე, ამაზე ვართ მობილიზებული, რადგან საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.
როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“. ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24