პოლიტიკა

კახა კუჭავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

30.06.21 17:40


პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს.

 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა ისეთი წარმატებული პროექტები, რომლებითაც, ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველო მოწინავეა და შეუძლია იამაყოს.

 

შეხვედრაზე საუბარი გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეეხო.

 

განიხილეს სამომავლო გეგმებიც და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ კახაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები