პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

30.06.21 18:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელიც ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას საქართველოში.

 

მხარეებმა ისაუბრეს ზოგადად, ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე, საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე, „ვიშეგრადის ოთხეულთან“ ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონესა და უნგრეთის საელჩოსთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

 

„უნგრეთიდან საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. ყველა საერთაშორისო ფორუმზე, საკმაოდ დიდ დახმარებას ვიღებთ მათგან და უნგრეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ევროკავშირში ინტეგრაციას და კონფლიქტების საკითხს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები