პოლიტიკა

ჯაფარიძე: არჩევნებში გირჩი - მეტი თავისუფლებამ ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა

01.07.21 10:15


გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ლაპარაკისას აღნიშნა, რომ არჩევნებში მისმა პარტიამ ცალკე უნდა მიიღოს მონაწილეობა, ცალკე კამპანია უნდა ჰქონდეთ:


"ჩემთან პარტიაში უმრავლესობის განწყობა არის ის, რომ გირჩი - მეტი თავისუფლებამ ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ცალკე კამპანია უნდა გვქონდეს, მათ შორის უნდა გვყავდეს ჩვენი მერობის კანდიდატები, გამგეობის კანდიდატები, სიები და მაჟორიტარების კანდიდატები და ა.შ. არამხოლოდ ჩვენ, ყველა პარტიამ დამოუკიდებელი კამპანია უნდა ჩაატაროს და უნდა ეცადოს საკუთარი ხმების მაქსიმალურ მობილიზებას, რომ ჯამში პროპორციულ ნაწილში ხმები რომ დაითვლება, 52%-ზე მეტი გამოვიდეს ოპოზიციური ხმები" - ამბობს ჯაფარიძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები