პოლიტიკა

გერმანია და გაერთიანებული სამეფო: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას

01.07.21 11:00


ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას - ნათქვამია გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხება. დოკუმენტში, რომელსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, საუბარია, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

აქვე, ორივე ქვეყანა ხაზს უსვამს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები