პოლიტიკა
01.07.21 11:15
პარლამენტში, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს ფრაქციები "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეუერთდა.
დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით. მემორანდუმში აღნიშნულია მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის შექმნის საჭიროებაზე, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.
„საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება დასახა ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საფუძვლად. ორი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ასახულია სახელმწიფოთა კონსტიტუციებში.
ორივე ქვეყანას გააჩნია ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსა და უკრაინისა გაწევრიანება ნატო-ში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. ჩვენს რწმენას ამყარებს პრაქტიკაც, რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას ანიჭებს. ამისათვის, აუცილებელია შევქმნათ მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ინიციატივის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ინტერფრაქციულ სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.
ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში,"- აღნიშნულია დოკუმენტში.
მემორანდუმის ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", მემორანდუმი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24