პოლიტიკა
01.07.21 11:45
დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა - ვიმედოვნებ, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
კუჭავას თქმით, ადამიანები, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, უნდა გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ყველანაირი პროცესი, მითუმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე, მე მგონი არც არავინ არ არის წინააღმდეგი და თუ რამე მოსამზადებელი პროცესი წარიმართება პარლამენტში, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, რომ იყოს ბოლომდე გამჭვირვალე და იყოს ყველას ჩართულობა.
ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევისას კრიტერიუმები ალბათ, ყველასთვის ცნობილია - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ამ საქმის პროფესიონალობა, რომელიც უნდა იყოს ალბათ, გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება პროცესს ფაქტია, რომ პარლამენტში გადაინაცვლებს ეს პროცესი და საჭირო არის, რომ კონსენსუსით მოხდეს ამის შეთანხმება. თუმცა, არის შესაბამისი მექანიზმებიც, რომელიც გამორიცხავს ჩიხში შევიდეს ეს პროცესი, ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ღია და ინკლუზიური პროცესი იქნება და შერჩეული იქნება კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.
დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მითუმეტეს, მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. ფაქტი ერთი არის, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარმოდგენა, ტალახის სროლა და ბოლომდე განადგურება ადამიანის და შემდეგ ვერც ამტკიცებ იმას, რასაც ამბობდი, არ გაქვს არგუმენტები.
რა თქმა უნდა, პიროვნულად რთულია ამის გადატანა. პოლიტიკოსებს ეს ხშირად გვაქვს გავლილი, როდესაც აბსოლუტურად არა არგუმენტირებულად ხდება კრიტიკა და მიწასთან გასწორება და შემდეგ ვერც ამტკიცებ რეალური მიზეზი ან არგუმენტი რა იყო ამის გაკეთების. თამარ ჟვანიამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე არ მიკვირს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, - განაცხადა კუჭავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24