პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დონალდ რამსფელდი საქართველოს კარგი მეგობარი იყო

01.07.21 12:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დონალდ რამსფელდის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ის საქართველოს კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერნი ვიქნებით, აშშ-საქართველოს თავდაცვის პარტნიორობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

 

30 ივნისს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი 88 წლისა გარდაიცვალა.

 

1972-1974 წლებში დონალდ რამსფელდი ნატოში აშშ-ის ელჩის მოვალეობებს ასრულებდა. 1974 წელს ის ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1975 წელს, 43 წლის ასაკში ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მდივანი გახდა.

 

2000 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ რამსფელდი ჯორჯ ბუშის კონსულტანტი იყო, ხოლო 2001 წელს ჯორჯ ბუშმა ის თავდაცვის მდივნად დანიშნა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები