პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მონიტორინგი ადამიანის უფლებებზე ეს არის სახალხო დამცველის არა უფლბა, არამედ ვალდებულება

01.07.21 15:20


მონიტორინგი ადამიანის უფლებებზე ეს არის სახალხო დამცველის არა უფლება, არამედ ვალდებულება, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

 

„რეალურად სახალხო დამცველს აქვს ვალდებულება, ადამიანის უფლებების დაცვას მონიტორინგი ყველგან გაუწიოს. მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში.

იყოს თანაბარი მოპყრობა მოსამართლეთა კანდიდატებთან მიმართებაში, რათა არ არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ვინმეს კონკრეტული რეგულაციის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. მონიტორინგი უფლებებზე ეს არის სახალხო დამცველის არა უფლება, არამედ ვალდებულება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2 ივლისს შეიკრიბება. ამასთანავე, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები