პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი: მადლობა პოლიციას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

02.07.21 10:00


მადლობა პოლიციას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ ღონისძიებას.

 

„ეს აბსოლუტურად სწორია. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, თავისუფლად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი თავი. ადამიანის უფლებების პატივისცემა კრიტიკული საკითხია.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს და სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ადამიანის უფლებების დაცვა ამ ორგანიზაციების მთავარი ღირებულებაა. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პოლიციას ამ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

 

თბილისში 1-5 ივლისს პრაიდკვირეული იმართება, „ღირსების მარშის“ კი თბილისში 5 ივლისსაა დაგეგმილი.

 

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები