პოლიტიკა

ნატალია ვუტოვა - საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფარგლებში

02.07.21 10:45


დღევანდელი ღონისძიება განსაკურებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ განვიხილოთ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

 

„დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროსაბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ძალიან აქტიურად მრავალი წლის განმავლობაში. დღევანდელი ღონისძიება განსაკურებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ განვიხილოთ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფარგლებში.

სასამართლომ პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი, ევროპული ღირებულებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები