პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

30.09.16 18:30


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია გამოაცხადებს გადაწყვეტილებებს ხუთ კონსტიტუციურ სარჩელზე, მათ შორის “რუსთავი 2”-ის საქმეზე. გადაწყვეტილება 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდება.

ამ შემთხვევაში, საქმე ეხება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც “რუსთავი 2″-ში დროებითი მმართველები დაინიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა 2015 წლის 13 ნოემბერს შეაჩერა, რის შემდეგაც იყო არსებითი განხილვა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდება.

საკონსტიტუციო სასამართლო იმ სარჩელების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელზეც გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

„N611 (მოსარჩელე – შპს „მადაი“შპს „პალიასტომი 2004“; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; დავის საგანი – „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი)
N614,616 (მოსარჩელე – გიგა ბარათაშვილი,კარინე შახპაროინიანი; მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; დავის საგანი – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი)
N675,681 (მოსარჩელე – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება)
N596 (მოსარჩელე – ნათია ყიფშიძე; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მუხლის პუნტქი 27, პუნქტი 37)”, – აღნიშნულია განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები