პოლიტიკა
05.07.21 11:15
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.
კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება.
„ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება. ამას მოჰყვა, რომ ამერიკის ელჩმა ყვითლად გაუხაზა ის პუნქტები, რაც უნდა შესრულდეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ბოიკოტს თუ ვინმე უცხადებს იმ პროცესს, რაზეც შევთანხმდით, არის „ქართული ოცნება“.
შესაბამისად, პროცესში ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პირობა იყო, რომ ჯერ შეგვეცვალა დანიშვნის წესები, გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმა და ამის შემდეგ დაგვეწყო კონკრეტულ კანდიდატებზე ფიქრი და კანდიდატურების განხილვა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას თუ რაიმე არგუმენტი აქვს კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს საკომიტეტო მოსმენებზე უნდა დააფიქსირონ.
„უკვე საკომიტეტო მოსმენები გვექნება. ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან თითოეული მოსამართლე გაივლის საკომიტეტო მოსმენას, სადაც მათ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ოპოზიცია რომ არ იღებს ამ პროცესში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას, გარდა ხმამაღალი განცხადებისა, რეალური, საფუძვლიანი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, არ გააჩნია. თუ მათ აქვთ კითხვები, თუ მათ მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის მიმართ, მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ან იგივე იმ კლანის წევრობასთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტი ან კონკრეტული შეკითხვა გააჩნიათ, მოვიდნენ და დასვან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არანაირი კონკრეტული არგუმენტი ამისა, არ გააჩნიათ, ამიტომ ზოგადი, ლოზუნგური განცხადებებით შემოიფარგლებიან. პროცესი კონსტიტუციისა და იგივე მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტის გათვალისწინებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24