პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროვინგსის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ ქუთაისში ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე

05.07.21 12:00


„ავიაკომპანია „ევროვინგსის“ პირველ რეისს თბილისს ეწვია ავიაკომპანიის მმართველი გუნდი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს „ევროვინგსის“ დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის“ რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ევროვინგსთან“ შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ევროვინგსის“ საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

 

დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა“ დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს.

ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები