პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ჩვენს ხალხსა და მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში

05.07.21 12:20


„როგორც ჩვენს ხალხსა და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით.

 

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია - სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშსა და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანია, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხსა და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები