პოლიტიკა

ნოდარ ხადური - მეც მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობას” აძლევენ ხმას

30.09.16 18:55


მეც მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობას” აძლევენ ხმას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რითაც გუშინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ რეგიონულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, უკვირს, რომ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოსახლეობის 30% უჭერს მხარს.

”მეც მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც იციან რა საშინელება გაიარა საქართველომ გასული 9 წლის განმავლობაში, თუმცა ეს მათი არჩევანია ცხოვრობდნენ შიშის ქვეშ.

მინდა გითხრათ, რომ ეს აღარ განმეორდება საქართველოში და არანაირი საშიშროება არ გვემუქრება. ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით განვვითარდებით და რაც მთავარია, ადამიანები შეინარჩუნებენ ღირსებასა და თავისუფლებას”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები