პოლიტიკა

პოლიტიკურტი პარტიები 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

06.07.21 13:00


ოპოზიციური პარტიების ლიდერები 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.


პარტიებმა საპროტესტო აქცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დააანონსეს.

 

აქციას გამართავენ: „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“.

 

„გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

 

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა „დროა” უერთდება „გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

 

მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!“, - წერია მოძრაობა „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პარლამენტის შენობის წინ აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

 

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა.

პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

 

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგებოდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები