პოლიტიკა

კახა კუჭავა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე: უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ვერ განვვითარდებით, ველოდებით მკაცრ რეაგირებას

06.07.21 14:20


უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

 

კახა კუჭავას შეფასებით, ის ქმედებები, რაც გუშინ ქვეყანამ იხილა, ყველას მხრიდან დასაგმობია.

 

მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედება.

 

„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო - ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“- არანაირი „მაგრამ“. უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. კადრებია, ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებას ამ ქმედებებზე“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები