პოლიტიკა

8 ივლისიდან საპარლამენტო კომიტეტები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

06.07.21 15:20


8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 4%-ით ზრდას.

 

„დეფიციტი შემცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ასიგნებები იზრდება 1 114 000 ლარით“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები