პოლიტიკა

„ჩვენ ვართ ის, ვისაც მართლა სწამს იმის, რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები“ - ზურაბ ჯაფარიძე

06.07.21 16:00


„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ სოციალურ გვერდზე ეხმიანება.


„ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას,
მაგრამ ის ხალხი, ვინც ვთანხმდებით ელემენტარულზე, რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბ...ობაა, რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბ..ობაა, რომ ბავშვების ცემა იმის გამო, რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბ...ობაა, რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო, რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბ...ობაა,
რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბ...ობაა, რომ ესაა ელემენტარული ცივილიზებული წესები. გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში! გაცილებით!

 

ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა! ჩვენ ვართ მართლა ქართველები! ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები! ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს! ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები! და ჩვენ ვართ ის, ვისაც მართლა სწამს იმის, რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები.

 

იმას, ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად, არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება, ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს. დღეს, 20.00 საათზე, პარლამენტის წინ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები