პოლიტიკა

ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა გამოვლენილი

06.07.21 16:20


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა გამოვლენილი, ამ ეტაპზე კი 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა:


"დელტა შტამის, ე.წ ინდური შტამის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული, სულ, მთელი პერიოდის განმავლობაში. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

 

ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არაა, თუმცა იმის რისკი, რო დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ესაა 10-დან 20-%-მდე, რა თქმა უნდა, არსებობს, ამდენად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს" - აცხადებს გაბუნია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები