ეკონომიკა

„საწვავზე ფასების შემცირება გამორიცხულია“ - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე

09.07.21 17:20


„ფასების შემცირება გამორიცხულია, ყველაზე იდეალური მოცემულობა იქნება, თუნდაც, ფასები შენარჩუნდეს“, - ამის შესახებ საწვავის ფასების მატების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.


ვანო მთვრალაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რით არის გამოწვეული საწვავის მატება.

 

ამასთან, მისივე თქმით, ვერც გამყარებულმა ლარის კურსმა ვერ შეძლო, რომ საწვავის ფასები არ გაზრდილიყო.

 

„ასეთი ვითარება გვაქვს, ბოლო წლებში ბენზინის და დიზელის საწვავის შემთხვევაში ფასები იმატებს. კერძოდ, ბენზინის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში გაზრდილია 65-70 დოლარით. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი მოცულობის მატება.

 

ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებით, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდებოდა, ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ფასი რაღაცნაირად მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა, გაზრდილი ფასი მაინც ვერ დააბალანსა. არა თუ ვერ დააბალანსა, არამედ ვხედავთ რომ საშუალოდ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 5-7 თეთრით არის ფასი მომატებული. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე კი შეიძლება კიდევ უფრო მეტითაც მოიმატოს.

 

მომხმარებელში შეიძლება იყო იმის მოლოდინი, რომ ლარის მნიშვნელოვანი გამყარებიდან გამომდინარე ფასი, მინიმუმ, სტაბილური მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორე ფაქტორი, საერთაშორისო ფასის მიხედვით იმდენად იყო გაზრდილი, რომ სამწუხაროდ, ლარის გამყარებამ ვერ დააბალანსა ეს სიტუაცია. აქედან გამომდინარე, მოლოდინები, ყოველ შემთხვევაში, ოპტიმისტური არ არის.

 

ოპტიმისტურში ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან რთული იქნება ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. არ ვამბობ, რომ უახლოეს პერიოდში ფასების მატება გაგრძელდება, მაგრამ ის, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება, ეს ძალიან რთულია. რადგან საერთაშორისო ფასი არამარტო მაღალ ნიშნულზეა, არამედ მზარდ დინამიკას აჩვენებს, შესაბამისად ოპტიმისტური მოლოდინი არ არის.

 

ფასების შემცირება გამორიცხულია, ყველაზე იდეალური მოცემულობა იქნება, თუნდაც, ფასები შენარჩუნდეს. სამწუხაროდ, მომხმარებელი შემცირებას არ უნდა ელოდოს“, - აცხადებს მთვარალაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები