პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში

03.10.16 16:15


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართული სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებს და უკრაინის მოქალაქეა. ამავე დროს, ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სულის ჩამდგმელად რჩება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. "კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში",- კვირას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

" ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა და რაღაცა ემოციების ესკალაცია, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები