პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი

03.10.16 16:25


დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი მხრივ მოველი ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს, მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, როომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი ჰგონიათ. "მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი, მაგრამ მე ასევე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში ასევე, არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით, დააფიქსირებენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები