საზოგადოება

საქართველოს სკოლებში სააღდგომო არდადეგები 28 აპრილიდან დაიწყება

26.04.16 19:30


საქართველოში სკოლის მოსწავლეები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 28 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში დაისვენებენ, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამოსცა.
ამჟამად საქართველოში 2085 სახელმწიფო სკოლაა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური დღესასწაული — აღდგომა წელს 1 მაისს აღინიშნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები