პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრმა აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა

03.10.16 16:45


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა. ლევან იზორია ქ. გორში V ქვეითი ბრიგადის, ვაზიანში IV მექანიზირებული, I მსუბუქი ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, ასევე დაბა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების და კახეთის რეგიონში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო ბაზებს ეწვია.

თავდაცვის მინისტრმა ბრიგადების მეთაურებისგან ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ დეტაური ინფორმაცია მიიღო, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

ლევან იზორიას განცხადებით, პრიორიტეტულია თითოეული ჯარისკაცი და ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდება იმისთვის, რომ ჯარისკაცმა თავი იგრძნოს დაფასებულად.

„თავდაცვის სამინისტროში ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია თითოეული ჯარისკაცის საჭიროებაზე და ამ საჭიროებებს ჩვენ ვეცნობით. ვიყავით დასავლეთ საქართველოში, დღეს შემოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო დანაყოფები და მათთან ერთად მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმისა, თუ რა უნდა შევცვალოთ, როგორც სისტემურად ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ყოველთვის გვექნება ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს ჯარისკაცებთან, რადგან მოხდეს იმ სტრატეგიული რეფორმების განხორციელება, რაც გვაქვს მიზნად დასახული“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

ქვედანაყოფებში თავდაცვის მინისტრთან ერთად, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძეც იმყოფებოდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები