ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა

03.10.16 16:55


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოს პერიოდში 7,4 მლნ აშშ დოლარი (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.

2016 წლის რვა თვეში ექსპორტმა 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

იანვარ-აგვისტოში იმპორტმა დაახლოებით 6,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 65%-ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები