პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული დეტალები შს სამინისტროსთან შეათანხმა

03.10.16 17:50


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „დეტალები შეათანხმეს“.

ამ მიზნით უწყებაში დღეს ნიკა მელია, გიგა ბოკერია და გიორგი ტუღუში იმყოფებოდნენ. ისინი შს მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა.

„ჩვენ 5 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვას ვგეგმავთ და შეუძლებელი იყო შს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ეს აქცია ჩაგვეტარებინა, ვინაიდან ყველა დეტალი იყო გასავლელი. იმედი გვაქვს, რომ ყველა დეტალს გაითვალისწინებენ.

ასეთი იყო მათი ნებაც, მაგრამ მთავარია ასეთივე განწყობა და იგივე სურვილი გაჩნდეს სუს-შიც, სადაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსია ხელმძღვანელი. მთავარია ის უწყება რამდენად გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, რომელიც ხელისუფლების მიმართ გვქონდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები