პოლიტიკა

გიგა ბოკერია კახა კალაძეზე - ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ წარდგენის ამბავს

20.07.21 17:40


„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე, გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დაანონსებას ეხმაურება.

 

ბოკერიას თქმით, საზოგადოებას სწორად უნდა ესმოდეს, რომ აქ კალაძეში არ არის საქმე და „ეს არის ერთმანეთში აზელილი, ბოროტების გუნდი“.

 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ როდესაც კალაძე საზოგადოებას თხოვს მხარდაჭერას, „სინამდვილეში ის ითხოვს ღარიბაშვილის, მორგოშიას და მსგავსი ბოროტმოქმედების მხარდაჭერას“.

 

„ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ახლა დღეს, ვინც გინდა იყოს, ვინც ივანიშვილის გარემოცვის კანდიდატი იქნება სადმე და მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ჩათვალეთ, რომ ხმას აძლევთ ღარიბაშვილს ან მორგოშიას.

 

სწორად რომ გვესმოდეს, კალაძეში აქ აღარ არის საქმე, ეს ერთი ერთმანეთში აზელილი, ბოროტების გუნდია, რომელიც ძალადობას გვახვევს თავს და ამიტომ ვიძახი, რომ ყველაზე გამოსაჩენი ადამიანები ამ ბოროტებაში, ღარიბაშვილი, მორგოშია და ეგეთი ხალხი, მაგათ მხარდაჭერას გთხოვთ ახლა კალაძე თქვენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები