ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXIII

03.10.16 18:05


ახალქალაქის რაიონი
აბული
სურბ-ასტვაწაწინ
(წმ. ღვთისმშობლის ეკლესია)

აბული ახალქალაქის რაიონის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, რომელიც მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას. ეს სოფელი საინტერესოა არქეოლოგიურად.

სოფლელები თვითნებურად თხრიან მიწას და ამოაქვთ სხვადასხვა არქეოლოგიური მასალა. დიდი ნაწილი მონაპოვრისა ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე გადის სომხეთში.

ბრინჯაოს ხანის კარგად შენახული ჭურჭელი მოვიძიეთ მოსახლეობაში და ჩავაბარეთ ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

აღნიშნულ სტატიაში მოტანილი ინფორმაციით- სოფ. აბულაში 1884 წელს გლეხებს ახალი ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ და მისი საძირკველი ტერტერას სურბ-ასტვაწაწინის სახელზე უკურთხებია.

ინფორმაციით ჩანს ახალი ეკლესია ძველის ნაცვლად აუშენებიათ. ძველი ეკლესია სურბ-ჰარუთიუნის სახელობის ყოფილა.

შეიძლება აბულის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია სომხურად გადაკეთებული ქართული ეკლესია იყოს. ეჭვის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ აგების თარიღი მოცემული არ არის.

ცნობისათვის: აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია, რომლის სამხრეთით შემორჩენილია ქართული ჯვარი და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე გალატოზანი“.

რაც შეეხება სომხურ სურბ-ასტვაწაწინის ეკლესიას, აგებულია მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხანაში ე.ი. მეორე პერიოდში. მისი აშენების შესახებ „პრიკაზი“ გაცემული რუსი მაღალი მოხელის ან ეგზარხოსის მიერ რომც იყოს, მას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, რადგან საქართველო სამართალმემკვიდრედ არასდროს არ ყოფილა...



ახალქალაქის რაიონი
ალათუმანი
სურბ-არორდუთიუნ
(წმ. სამების ეკლესია).

სტატიაში მოტანილია სოფელ ალათუმნის მცხოვრებ სომხების ერზერუმიდან გადმოსახლების სტატისტიკური ცხრილი(1829-1830წ.წ.). ცხრილში მოცემულია მათი რიცხობრივი ზრდა წლების მიხედვით. ამგვარი ცხრილი ორიოდე გამონაკლისის გარდა ყველა საპრეტენზიო ეკლესიას ერთვის. ეს კი ზედმეტია, რადგან პასკევიჩის მიერ ერზერუმელ სომეხთა ჯავახეთსა და წალკაში შემოსახლება ისტორიული ფაქტია და ამაზე არავინ დავობს. ისიც რეალობაა, რომ ამ შემოსახლების შედეგად ჯავახეთში დემოგრაფიული (რიცხობრივი) უპირატესობა სომეხთა მხარეს გადაიხარა...

ალათუმნის სურბ-ერორდუთიუნის აღნიშნული ეკლესია აგებული ყოფილა 1830-იან წლებში სომხეთის ეროვნული არქივის მონაცემებით (ფონდი 53, სია,, საქმე 3848, ფურც.2).

ამ ეკლესიის აგების ზუსტი თარიღის დადგენა რატომ არ მოხერხდა? ხომ არ იყო ეს ეკლესია ძველ ქართულ ეკლესიაზე დაშენებული დროებითი სომხური საკულტო ნაგებობა, რომელიც შემდეგ (1856) ახლად აღადგინეს ამ სოფლის სომეხმა მცხოვრებლებმა.

ვფიქრობთ, ალათუმნის სურბ-ერორდუთიუნის ეკლესიის გადაცემა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რადგან საჭიროა, მისი აშენების კანონიერების დამტკიცება.

ახალქალქის რაიონი
არაკოვა
სურბ-გევორგის ეკლესია

პროფ. მ. ბერიძე ამ სოფლის შესახებ წერს- „ამ სოფლის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებაში დღეს სხვადასხვანაირად გაისმის, არაგვა, არაკოვა, არაგოვა და სხვა.

სოფლის შუაგულში დგას ახალი სომხური ეკლესია. მათზე აღმოსავლეთით დღესაც არის ციხის ნანგრევები და ნაეკლესიარი.“

სომხური მხარის საპრეტენზიო ეკლესიათა სიაში არის არაგვის სურბ-გევორგის ეკლესია. დაარსებული ყოფილა 1830-იან წლებში. შემდგომ წლებში არაერთ გზის ყოფილა გადაკეთებული და აღდგენილი.

ს.კარაპეტიანს წიგნში „ჯავახქ“ (2006) დაფიქსირებული აქვს არაკოვას სურბ-გევორგის ეკლესიის დასავლეთ კედელში 1741 წლის ხაჩქარი, სომხური წარწერით (გვ.87).

ამ რამდენიმე წლის წინ ადგილზე ვნახე ეს ეკლესია და ხაჩქარი, რომელიც ნანახი არ მქონდა, აშკარად ჩანს ხაჩქარი გვიან არის ჩადგმული, თუ რა მიზნით, ნათელია!
ამ ეკლესიის გადაცემის საკითხი, არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში განხილვის საგანი უნდა გახდეს.





ახალქალაქის რაიონი
დილისკა
სურბ-სარგისის ეკლესია
სოფელ დილისკას სურბ-სარგისის ეკლესია ჯერ კიდევ 1830-იან წლებში ყოფილა დაარსებული. ახალი შენობა აუგიათ 1870-იანი წლების დასაწყისში. მის კედლებში შიგნიდან ჩადგმულია XV-XVIს-ის ძველი ხაჩქარები. რა თქმა უნდა ხაჩქარები მოტანილია და ჩასმულია ეკლესიის შიგნითა კედელში. რა მიზნით, ძნელი მისახვედრი არ არის.... რაც შეეხება დილისკას და სხვა სომხურ სასაფლაოებზე ძეგლებს, მათი წარმომავლობა დასადგენია....

დილისკას სურბ-სარგისის ეკლესიის შესახებ რომც იყო რუსი მაღალი მოხელის ან სასულიერო პირის ნებართვა მისი აგების შესახებ, ზემოთ არაერთგზის ხსენებული მოსაზრების თანახმად, ბათილია, საქართველო რუსეთის სამართალმემკვიდრე არასდროს არ ყოფილა. ამიტომ, მისი გადაცემის საკითხი შემდგომი განხილვის საგანი უნდა გახდეს.





ახალქალაქის რაიონი
კარწახი
სურბ ჰოვჰანეს-კარაპეტის ეკლესია
პროფ. დ. ბერძენიშვილი სოფელ კარწახის შესახებ წერს „სოფელში 1894 წელს აღმართული უგუმბათო სომხური ეკლესია დგას- თლილი შავი ქვით ნაგები, დიდი ფანჯრებით, აღმოსავლეთის დამოუკიდებლად გადახურული სამ ნაწილიანი საკურთხევლით, დასავლეთის კეხზე სამრეკლოთი. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ცენტრალურ ღერძზე, ორი ძველი ქართული დაზიანებული რელიეფია ერთმანეთზე დასმული-ქვედა მათგანი გვერდულადაა ჩაყოლებული. მის ცენტრში ჯვრის სახედ „ოთხყურა“ ღიობია გაჭრილი, რომელსაც ზემოდან და ქვემოდან სადგრები „იჭერენ“ კვადრის კიდეებში კი ანგელოზები (ზემოთ) და ცეცხლოვანი ბორბლებია(?) ქვემოთ, გამოსახული მეორე, აგურისფერ ქვაზე გამოკვეთილი რელიეფზე აღმართულია სამკუთხა სადგრიანი ჯვარი, აგურისფერ ქვაზე გამოკვეთილ რელიეფზე აღმართულია სამკუთხა სადგრიანი ჯვარი და ორი ანგელოზია წარმოდგენილი ფრთებით სამწერობლებით ხელში (?) ფონის პარალელურად ამოზრდილი რელიეფური ფიგურები პარალელური ხაზებით დამუშავებული დეტალები, მათ X საუკუნის პლასტიკური ხელოვნების ნიმუშად ახასიათებს და ქვემო ქართლის პლასტიკის ნიმუშებს მოგვაგონებს.“

კარწახის სურბ-ჰოვჰანეს- კარაპეტის ეკლესიაც 1830-იან წლებში აუგიათ ვინიდან ეს სოფელი ჯავახეთს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია 1870-იან წლებიდან აქაურებს ახალი ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ, რომელიც 1894 წელს დასრულებულა.

ს.კარაპეტიანის ეს მონაცემები და კიდევ სხვა მოტანილი აქვს ხსენებულ წიგნში (გვ. 286-287).

აღნუსხული აქვს აგრეთვე სომხურ საფლავთა ეპიტაფიები, რომლებიც XIXს-შია შესრულებული, მაგრამ რატომღაც „გამორჩა“ ამ ეკლესიაში ჩატანებული დ.ბერძენიშვილის მიერ აღწერილი ქართული რელიეფები. ძველი ქართული რელიეფები გვაფიქრებინებს ამ ადგილას თავის დროზე სულაც ქართული ეკლესია იდგა და სომხება დაანგრიეს. ააგეს სურბ-ჰოვჰის-კარაპეტის ეკლესია და ეს ძველი ქართული რელიეფებიც მაშინ იქნა ჩასმული ახალი სომხური ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე.

ვფიქრობთ, ამ ეკლესიის გადაცემა მიზანშეუწონელია....





ახალქალქის რაიონი
ხანდო
სოფელ ხანდოში მნიშვნელოვანია ძველი ქართული ეკლესია სურბ-გევორგად წოდებული. გარს შემოსასვლელი გადაკეთებულია მრავალგზის მინაშენებით.

ჩატანებულია სტელის ნატეხი და ერთიც აყირავებული ქართული წარწერა- „ქრისტე შეიწყალე“. ამ ქართულ წარწერას და საერთოდ ქართულ წარწერას ს. კარაპეტიანი „მესროპულ დამწერლობას“ უწოდებს. ქართულ ეკლესიებს კი „როგორც წესი“ ბიზანტიური სტილის ეკლესიებს“. აქედანაც ჩანს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ქართული კულტურის მიმართ, ეს ჭკუის კოლოფი ამით ცდილობს დაამციროს და დააკნინოს ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალობა.

რაც შეეხება „სურბ-ხაჩს“ (წმ.ჯვრის) ეკლესიას აგებული ყოფილა მე-XIXს-ის მეორე ნახევარში ძველი სამრევლო სკოლის აღდგენის ხარჯზე.

ის რომ ხანდოს სურბ-ხაჩის ეკლესია არა ერთგზის არის მოხსენიებული «Ведомость Об Армяно-Григорянских церквях, монастырях, духовно-учебных и богородных заведениях Грузино-Имеретинской епархии за 1911 г. არაფერს იძლევა სომხური მხარის სასარგებლოდ.

თუ არსებობს ამ ეკლესიის შესახებ რუსი მაღალი მოხელის ან მაღალი სასულიერო პირის „პრიკაზი“ მის აღდგენა-აშენების შესახებ იურიდიულად ძალის არ მქონეა,რადგან საქართველო რუსეთის სამართალმემკვიდრე არასდროს არ იყო.

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები