პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: ვინც 9 ოქტომბერს დესტაბილიზაციას გაბედავს, პარლამენტის ნაცვლად სხვა დაწესებულებაში მოხვდება

03.10.16 18:15


“არ სძინავს არც ეშმაკს და არც სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ერთი სული აქვთ, თავის ბელადს უკრაინაში რაიმე შედეგიანი უპატაკონ”, – ამის შესახებ „კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერეციაზე „ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარი რეიტინგის მართვა ყველაზე უკეთესად იციან.

მისი განცხადებით, ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა, მაგრამ იძულებულნი არიან, სააკაშვილის მითითებები შეასრულონ.

“რაც უფრო ხმამაღლა და ხშირად ამბობენ, რომ 8-ში მოვლენ ხელისუფლებაში, მით მეტ შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოსახლეობას და გაცილებით მეტი მობილიზება ხდება ასეთ შემთხვევაში და არ მგონია, რომ ამით თავისთვის რაიმე სასიკეთოს ეწევიან. ეს ყველაფერი არის რაღაც მოჩვენებითი, რომ საკუთარი ბელადი რაღაცაში დაარწმუნონ. მშვენივრად იციან, რა რეიტინგი აქვთ და რამდენზე შეუძლიათ გადახტნენ. არავის არ უნდა, დამერწმუნეთ, ციხეში წასვლა არც ბობოხიძეს, არც – სხვას. ვინც 9 ოქტომბერს დესტაბილიზაციას გაბედავს, პარლამენტის ნაცვლად სხვა დაწესებულებაში მოხვდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქანთარია, მანდატების მოპოვებასთან დაკავშირებით, საკუთარ პროგნოზსაც აკეთებს.

იგი მანდატების უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველებს.

“დაახლოებით 100 მანდატი იქნება „ქართული ოცნების”, დანარჩენი 50, სურვილი მაქვს, რომ სხვადასხვა პარტიებმა გაინაწილონ და არ იყოს საქართველოს პარლამენტი ორპარტიული“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები